ნაცები ბიძინას შემცვლელის ძიებაში

„ თბილისი 24“ -ის წყაროს ინფორმაციით პოლიტიკური სექტა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების სტრატეგია “ახალი ბიძინას” ძიებაზე გადის, რომელსაც რუსებთან და ამერიკელებთან დალაპარაკება შეეძლება.
ესოდენ საპასუხისმგებლო მისია 2004-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს,საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრს და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრს ლევან ვარშალომიძეს ერგო, რომელიც პირადად იცნობს ყაზახეთში მოღვაწე ქართველი წარმოშობის მილიარდერს, ბათუმელ მიხეილ ლომთაძეს.
„ფორბსის“2024 წლის რეიტინგის მიხედვით,5,2 მილიარდი ამერიკული დოლარის ქონებით ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო , რომელიც ამავე სიაში 624-ე ადგილია 4,9 მილიარდი ამერიკული დოლარით.
ლომთაძე უდიდესი ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის მფლობელია.
49 წლის ბიზნესმენი დაბადებულია ბათუმში, 1975 წლის 17 ოქტომბერს. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში (ESM) მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში გააგრძეკლა და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა. ლომთაძე დღემდე საქართველოს მოქალაქეა , მისი მშობლები და და საქართველოში ცხოვრობენ.
როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მედიასთან განაცხადა, ვარშალომიძე მაშინ დააკავეს, როდესაც თითქოს ის “ყაზეთის საზღვარს აეროპორტით კვეთდა“.
ინფორმაციით, ვარშალომიძე მილიარდერთან შეხვედრის შემდეგ დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, საიდანაც რამოდენიმე საათში გაათავისუფლეს. თუმცა, ლევან ვარშალომიძეს ამ დროისთვის ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს და ის კვლავ ყაზახეთში რჩება.