19 მარტი 2025

რუსეთმა აშშ-ს იანვარში 85,5 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქები მიაწოდა

აშშ-ს ხელისუფლებამ ქვეყანაში რეკორდული 85,5 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული სასუქები შემოიტანა, იტყობინება რია ნოვოსტი აშშ-ს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

2025 წლის დასაწყისში ამერიკულმა კომპანიებმა სასუქების შესყიდვა რუსეთიდან 20%-ით გაზარდეს და ეს მაჩვენებელი 2024 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იმპორტის ღირებულებას  85,5 მილიონ დოლარას  შეადგნეს.

სააგენტოს ინფორმაციით, აზოტოვან სასუქებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ამერიკულ ბაზარზე მათი პოპულარობა 1/4-ით გაიზარდა და 66,4 მილიონი დოლარი გახდა.

  • „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  შერეული სასუქები მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 85,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  შეიძინა, – ნათქვამია მოხსენებაში.

ამავდროულად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიუხედავად, ამერიკისთვის რუსული მხარე სასუქების მთავარ მომწოდებლებს შორის მესამე ადგილზე დაეცა.