თეთრი სახლის პრესმდივანი: ვისიამოვნე ზელენსკის დატუქსვით

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა თქვა, რომ სიამოვნებით უყურებდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის დატუქსვას. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო იმის ყურება, რომ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მსოფლიოს თვალწინ ასე შემართებით იცავენ ამერიკის ინტერესებს“- განაცხადა ლევიტმა.
პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკი ჯერ კიდევ არ არის მზად მოლაპარაკებისთვის და არ აქვს ამის განწყობილება. კამათი თეთრ სახლში მისი სიჯიუტის გამოვლინება იყო,- აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი.