საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დაიწყო!

სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად იწყება.
საქართველოს ყველა რეგიონში მობილიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს და მავნებლის კონტროლის ღონისძიებებს უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატარებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფები 2025 წელსაც სადგურების მეშვეობით წერტილოვან შეწამვლას განახორციელებენ.
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან ღონისძიებები მათთან კოორდინაციით იგეგმება. მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობასა და ფერმერებს მოუწოდებენ ჩართულობისაკენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რაოდენობა.
ზუგდიდის მკვიდრი სოფელ დარჩეელიდან ირინა საჯაია აცხადებს რომ, გასული 2023-2024 წლებში ფაროსანასთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო, რაც მისი ოჯახის თხილის შემოსავლიანობაზე დადებითად აისახა.
-„ჩვენ აფხაზეთი გვესაზღვრება და ფაროსანა იქიდან მრავლდება, მიუხედავად ამისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყალობით ბოლო 2წელია ამოვისუნთქეთ, ფაროსანას რაოდენობა შემცირებული იყო, როგორც კი ფაროსანა გამოჩნდებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი გამგეობა ატარებდნენ შეწამლის ღონისძიებებს, მე და ყველა ჩემს გარშემო მაცხოვრებელი კმაყოფილები ვართ მთავრობის,კორონამ ჩემი მეუღლე შეიწირა და სამ მცირეწლოვან ბავშვს მატრო ვზრდი, ჩვენი ყოფა დამოკიდებულია თხილის მოსავალზე. ჩვენთან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე იწყება რაც კარგია დ სურსათის ეროვნული სააგენტოს დროული ჩარევა როგორც წინა წლებში მოხდა ჩვენს მოსავალზე აისახება“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან ახორციელებს. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. ამავდროულად, მინიმუმამდე შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ფერმერებმა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღეს.