ევროპარლამენტი: გაათავისუფლეთ მიშა, სალომე კანონიერი პრეზიდენტია
ვერანაირი ე.წ. “რუსული რბილი ძალა” ვერ იზამდა დასავლეთის იმგვარ დისკრედიტაციას საქართველოს მოსახლეობის თვალში, როგორც თავად ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტი თურმე არ ცნობს „თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას”,
ბრალს დებს ხელისუფლებას – პოლიტიკურ ოპონენტთა და მედიის წარმომადგენლების მიმართ “სისტემურ წამებაში”,კატეგორიულად ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, საქართველოს ლეგამიტურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
დღეს ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს „თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.“
თურმე, „ქართული ოცნების“ “რეპრესიული რეჟიმი” ამწვავებს არასტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და შავ ზღვაში.
- „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუ მმართველი პარტიის ქმედებების გამო არ დაკმაყოფილდება დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესაბამისი სტანდარტები;
ევროპარლამენტი უარყოფს ასევე მომავალ ადგილობრივ არჩევნებს.
- “მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, -ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტში შეტანილ ცვლილებაში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს მიიღო”.
ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას, რომ „ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რათა მან საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღოს საზღვარგარეთ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და პასუხი უნდა აგოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგება; გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომის საშუალება მიეცეთ“.
- „ხაზს უსვამს, რომ ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს პოლიტიკურ კურსში ხელშესახები ცვლილება არ მოხდება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება;
- მოუწოდებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, დაწყებული ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით;
- კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად;
- მიესალმება მის მცდელობებს, ქვეყანა მშვიდობიანად დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ და ევროპულ გზას“, – აღნიშნულია ე.წ. დოკუმენტში.
