4 მარტი 2026

ზესტაფონის მერია იხურება: მერი და მოადგილე კლინიკაშია

ზესტაფონის მერი და მოადგილე კლინიკაშია – მუნიციპალიტეტის პირველის პირის თანამდებობას კი, საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს.
🔻ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა ფეხზე დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში მკურნალობს. ასევე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება მისი მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი.
🔻აღნიშნულ შემთხვევამდე კი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯუშელმა.
🔻იქიდან გამომდინარე, რომ ვასილ გველესიანს ერთი მოადგილე აღარ ჰყავს, მეორე კი მერის მსგავსად კლინიკაშია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს.

წყარო: https://infoimereti.ge/%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92/