19 მარტი 2025

ტრამპი ზელენსკის: ჩვენი სამხედრო ტექნიკა რომ არ გქონდეთ, ეს ომი ორ კვირაში დასრულდება

„თქვენი ქვეყანა დიდ უბედურებაშია… არა, არა, შენ ახლა არ შეგიძლია ლაპარაკი. თქვენ არ იმარჯვებთ. მაგრამ თქვენ გაქვთ კარგი შანსი, რომ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან ჩვენი წყალობით. მარტო არ ყოფილხართ. ჩვენ მოგეცით $350 მილიარდი [ჩვენი] სულელი პრეზიდენტის მეშვეობით.

  • „ჩვენ მოგეცით სამხედრო ტექნიკა… ჩვენი სამხედრო ტექნიკა რომ არ გქონდეთ, ეს ომი ორ კვირაში დასრულდება“, – თქვა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, სანამ ის და ვლადიმერ ზელენსკი დახურულ კარს მიღმა სასაუბროდ გავიდოდნენ.

ჟურნალისტების ცნობით, ზელენსკის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსსა და დონალდ ტრამპს შორის სიტყვიერი შეკემათება მოხდა.

ვენსმა ზელენსკი დაადანაშაულა „უპატივცემულობაში“, რის შემდეგაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის ლიდერი „მესამე მსოფლიო ომს თამაშობს“.

  • „როგორ ფიქრობ, პატივისცემია ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ კაბინეტში შესვლა და ადმინისტრაციაზე თავდასხმა, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს თქვენი ქვეყნის განადგურებას? – ჰკითხა ვენსმა.

ტრამპმა თავის მხრივ დაამატა:

  • „ამჟამად არ ხარ კარგ მდგომარეობაში. ახლა კოზირი არ გაქვს. ჩვენთან გექნებათ კოზირები… თქვენ რისკავთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს! თქვენ რისკავთ მესამე მსოფლიო ომს!

შეხვედრის პირველი (საჯარო) ნაწილი იმით დასრულდა, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი საკმარისად „მადლიერი“ არ იყო. მან დაამატა, რომ : ”ეს იქნება შესანიშნავი შოუ ტელევიზიისათვის”.

სააგენტო UNIAN ასევე ყურადღებას ამახვილებს ვენსის სიტყვებზე: „ადამიანების დეფიციტი გაქვთ, მებრძოლების“. „მოდი და თავად ნახე“, უპასუხა ზელენსკიმ.

„მადლობელი უნდა იყოთ, თქვენ ხელთ არ გაქვთ კარტები, ჯარი გიცდიათ“, – თქვა ტრამპმა და დაჟინებით მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა, რაზეც ზელენსკიმ განაცხადა, რომ “ის არ მოსულა ბანქოს სათამაშოდ”.

შეხვედრის დაწყების ჩანაწერი სააგენტო AP -იმ გაავრცელა.