ტრამპი: ევროკავშირი შეიქმნა აშშ-ს გასაბრიყვებლად!

ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების „გაბრიყვებისთვის “, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაბინეტის პირველ სხდომაზე. მისი თქმით, ეს იყო და არის ამ ორგანზიაციის მიზანი და მისმა წევრებმა ამაზედ კარგად იმუშავეს. გადაცემა ხელმისაწვდომია თეთრი სახლის ვებსაიტზე.
- ევროკავშირი აშშ-ს მოსატყუებლად შეიქმნა, ეს არის მათი მიზანი. მათ ეს კარგად გააკეთეს, მაგრამ ახლა მე ვარ პრეზიდენტი , – თქვა ტრამპმა.
ამერიკელმა ლიდერმა იანვრის ბოლოს ნაწილობრივ შეწყვიტა ყოველდღიური კომუნიკაცია ევროკავშირთან. ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს 25%- იანი ტარიფების დაწესებას ევროკავშირის ქვეყნების პროდუქციაზე. მისი თქმით, ამგვარმა ნაბიჯმა შეერთებულ შტატებს სავაჭრო დეფიციტის ვითარების გამოსწორების საშუალება უნდა მისცეს. პოლიტიკოსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამერიკულ კომპანიებს უსამართლოდ ექცევიან.
ბრიტანულმა ბიზნეს გაზეთმა Financial Times-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროპას შეუძლია დააწესოს აკრძალვა აშშ-დან ზოგიერთი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე, თეთრი სახლის მხრიდან დამატებითი ტარიფების საპასუხოდ. გამოცემის ცნობით, საუბარია პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაში გამოიყენება ასოციაციის მიერ აკრძალული პესტიციდები.