Strana.ua: უკრაინელი ემიგრანტების 70% სამშობლოში არ დაბრუნდება

უკრაინელი ემიგრანტების 70% საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც სამშობლოში არ დაბრუნდება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ერთიანობის მინისტრმა ალექსეი ჩერნიშოვმა განაცხადა, წერს გამოცემა Strana.ua.
მას შემდეგ, რაც უკრაინა უსაფრთხო გახდება, სამშობლოში დაბრუნებას მხოლოდ 30% გეგმავს, აღნიშნა მან.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა უფრო აქტიურად ეძიონ სამუშაო გერმანიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.
გამოცემა Strana.ua-ს ცნობით, 2051 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა კონფლიქტამდე არსებული 42 მილიონი ადამიანიდან 25,2 მილიონამდე შემცირდება. გამოცემის ცნობით, უკრაინის მიერ დღეს კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეობა 31,1 მილიონია.