19 მარტი 2025

ტრამპი-ზელენსკის: ან მოაწერ ხელს, ან ხელები დამიბანია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ან უკრაინა დაეთანხმება შეთანხმებას, ან „აშშ იბანს ხელებს მისგან“.

„ზელენსკის მოუწევს კომპრომისებზე წასვლა. ჩვენ ყველა ველოდებით ამ ომის სწრაფად დასრულებას. ჩვენ არ ვსაუბრობთ უსაფრთხოების არანაირ გარანტიებზე”, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.

ამერიკელმა ლიდერმა დასძინა, რომ ზელენსკის არ აქვს უფლება უკარნახოს შეერთებულ შტატებს „როგორ მოიმოქმედოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“, ვაშინგტონი ყველა ღონეს ხმარობს კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობას იჩენთ. ჩვენ მივდივართ მესამე მსოფლიო ომისკენ, თქვენ არ გაქვთ უფლება ითამაშოთ ამით“, უთხრა ტრამპმა ზელენსკის.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა ტრამპის დაპირებაზე უკრაინის კრიზისის სწრაფად მოგვარების შესახებ.

რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკი გაურბის რუსეთთან მოლაპარაკებებს, რადგან მათი დაწყება აუცილებლად გამოიწვევს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების აუცილებლობას. საომარი მდგომარეობის მოხსნა კი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის აუცილებლობას გამოიწვევს. ამასთან, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის არ აქვს არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი.