პრეცედენტი -ყირიმისთვის, იგივე პრეცედენტია -საქართველოსთვის

ყირიმის პარლამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ კონსტანტინოვმა პარლამენტს შესთავაზა უკანონოდ აღიაროს 1954 წელს ყირიმის უკრაინის სსრ-ს შემადგენლობაში გადაცემის საკითხი.
მართლაც, იურიდიულად 1936 წლის სსრკ კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შეეძლო გამოეცა კანონქვემდებარე აქტები, ბრძანებები თუმცა, ტერიტორიების გადაცემის საკითხი პირდაპირ არ იყო გათვალისწინებული მის უფლებამოსილებაში.
ყირიმელთა ლოგიკის თანახმად, ასევე უკანონოა , ნიკიტა ხრუშოვის ერთპიროვნული გადაწყვეტილება საქართველოს სსრ-ს ტეროტორიების დანაწევრების შესახებ.
თუ, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა უკანონდ ცნობს ხრუოვის 1954 წლის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია უკანონოდ ჩაითვლება მისი ნებისმიერი მსგავსი ხასიათის გადაწყვეტილება და მიღებული აქტი შეიძენს პრეცედენტის ხასიათს.
საუბარია, საქართველოს სსრ-სთვის საბჭოთა კანონმდებლობის უხეში დარღვევით წართმეული ტერიტორიების შესახებ.
ცნობისათვის, 1944 წლის მარტში, ჩეჩნების, ინგუშების და ყარაჩაელთა დეპორტაციის შემდეგ, რსფსრ-დან საქართველოს სსრ-ს გადაეცა დაშლილი ავტონომიების ტერიტორიები.
- იტუმ-კალინსკის ოლქი (სოფელი იტუმ-კალი ეწოდა ახალხევი), შაროევსკის ოლქის დასავლეთი ნაწილი, გალანჩოჟსკის და გალაშკინსკის ოლქების სამხრეთი ნაწილი ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშური ასსრ-დან შევიდა ახლად ჩამოყალიბებული ახალხევის რაიონის შემადგენლობაში.
- ჩეჩენის ოლქის სამხრეთი ნაწილი , ისევე როგორც ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონსკის ოლქი , შევიდა საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონის შემადგენლობაში.
ყველა ზემოაღნიშნული ტერიტორია იურიდიული პროცედურების, საბჭოთა კონსტიტუციის დარღვევით დაუბრუნდა რსფსრ-ს 1957 წელს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენის დროს.
ასევე, 1944 წელს მიკოიანოვსკის (ქალაქ მიქოიან-შაჰარს ეწოდა- ქლუხორი) და უჩკულანსკის ოლქები ყოფილი ყარაჩაის ავტონომიური ოლქიდან, ასევე ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსისა და ნაგორნის ოლქების სამხრეთ ნაწილები შევიდა – საქართველოს სსრ-ს ქლუხორის რაიონის შემადგენლობაში.
1955 წლის 14 მარტს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, სსრკ კონსტიტუციის დარღვევით , კლუხორსკის ოლქი დაუბრუნდა რსფსრ-ის სტავროპოლის ტერიტორიას.
.შეიძლება დღეს ეს ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ საერთაშორისო სამართალი ზოგადად დაფუძნებულია იურიდიულ ფაქტებზე, შეთანხმებებზე, მოლაპარაკებებზე, საერთაშორისო აქტებზე და არა „ისტორიულ სამართალზე“ , რომ ოდესღაც რაღაც გარკვეული ტერიტორია ეკუთვნოდა ქვეყანას და შედიოდა მის „გაჭენებულ და გამოჭენებულ“ შემადგელობაში.