19 მარტი 2025

ზელენსკი: ტრამპი რუსულ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. თუ ვინმეს ახლა ჩემი შეცვლა უნდა,ეს არ იმუშავებს!

ტრამპის თქმით,  უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის რეიტინგი სავარაუდოდ “4%-მდე დაეცა” და ქვეყანას ახალი არჩევნები  სჭირდება, რითაც არსებითად გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მთავარი თეზისი.

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა თავად ვადაგასული ზელენსკი.”თუ ვინმეს ახლა ჩემი შეცვლა უნდა, მაშინ ახლა ეს არ იმუშავებს“- აცხადებს ზელენსკი.

  • რადგან ჩვენ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, გვესმის, რომ ის მოდის რუსეთიდან.  ჩვენ გვესმის ეს და გვაქვს ამის მტკიცებულება, რომ ეს ციფრები განიხილება ამერიკასა და რუსეთს შორის.
  • ანუ პრეზიდენტი ტრამპი – დიდი პატივისცემა მას, როგორც ხალხის ლიდერს, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ამერიკელ ხალხს, რომელიც მუდმივად გვიჭერს მხარს – სამწუხაროდ, ცხოვრობს ამ დეზინფორმაციულ სივრცეში,” -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ 4-9 თებერვალს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მას უკრაინელების 57% ენდობა, 37% კი არა.

  • ასე რომ, თუ ვინმეს ახლა ჩემი შეცვლა უნდა, მაშინ ახლა ეს არ იმუშავებს“, –  დაასკვნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს სამწუხაროდ აქვთ „აბსოლუტურად განსხვავებული მაჩვენებლები“, გაწეული დახმარების მოცულობასთან დაკავშირებით.

 მისი გათვლებით, „ომი  მთლიანად 320 მილიარდი [დოლარი] დაჯდა, 120 მილიარდი ჩვენ ვართ, უკრაინის ხალხი, გადასახადის გადამხდელები, 200 მილიარდი არის აშშ და ევროკავშირი“:

  • „საერთო ჯამში, აშშ-მ დღეის მონაცმებით  მოგვცა დაახლოებით 60 მილიარდი, ჩვენ მივიღეთ კიდევ 31,5 მილიარდი და არა ზელენკის მიერ ნახსენები 200 “.

წყარო: BBC