20 ივლისი 2025

მოსკოვი და ვაშინგტონი დიპლომატიური მისიების გააქტიურებას გეგმავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პროცესის შემდეგი ეტაპი დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა იქნება.

  • პირველი შემდეგი ნაბიჯი არის ჩვენი დიპლომატიური გუნდების მუშაობა ჩვენი დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. გასული 10 წლის განმავლობაში მიიღებულ იქნა მრავალი ურთიერთ საპასუხო ღონისძიება, რამაც სერიოზულად შეასუსტა ჩვენი მუშაობის უნარი მოსკოვში, ისევე როგორც გავლენა იქონია ვაშინგტონში მათი მისიის მუშაობაზე”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის საკონსულოების მუშაობის განახლების საკითხი ღია რჩება.

  • “ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. მე არ ვაპირებ ამის საჯარო განხილვას, ეს არის მოლაპარაკების საგანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია მივაღწიოთ დიპლომატიური მისიების ნორმალურ ფუნქციონირებას”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.