19 მარტი 2025

ექსკლუზივი: გახარიას დავალება სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება იყო

საქართველოს მიმართ რუსეთის სპეცსამსახურების გეგმებზე გვესაუბრება რუსეთის დაზვერვის საქართველოს მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი.

კითხვა: თქვენი ინფორმაციით, რისი გამხელის უფლებაც გაქვთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში დღეს, თქვენი პროფესიული თვალთახედვით, როგორ არის დაცული დღეს საქართველო სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების შემოსევისგან?

პასუხი: მსოფლიო იცვლება. ფაქტები, რომელსაც გაგიმხელთ, დიდ საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. ასი პროცენტით დაცული ქვეყანა ბუნებაში არ არსებობს. თქვენსავით პატარა ქვეყანას ნებისმიერი მიმართულებით ყოველთვის გაუჭირდება მსოფლიო დონის ვეშაპებთან ჭიდილი. საქართველოში დღეს არა მხოლოდ ჩვენი დაზვერვა მუშაობს. რეგიონი, უნიკალური შემთხვევა, როცა ერთმანეთს კვეთს იმპერიათა ინტერესები.

სპეცსამსახურების აქტიურობის და პროცენტულად გავლენის მიხედვით საქართველოში ლიდერობს ამერიკული- ცსს, ჩვენი, სხვადასხვა რამოდენიმე უწყების, აზერბაიჯანული, კოლექტიური დასავლეთის, ძირითადად – გერმანიის, საფრანგეთის, თურქული, ისრაელის – მოსადი, დიდი ბრიტანეთის – მი 6, თქვენ წარმოიდგინეთ – სომხურიც კი, უკრაინული-სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, ირანული , უკვე ჩინურიც…. მგონი ნახევარი მსოფლიო ჩამოვთვალე?

არ ვამტკიცებ, რომ ყველა მათგანი საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. გარკვეულწილად გარდა, საქართველოს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების, ყველა ამ სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი პრიორიტეტული ინტერესები.
ყავთ საკუთარი პირდაპირ ანაზღაურებადი და გავლენის აგენტები სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროში გარკვეულ დონეებზე, საზოგადოების სხვადასხვა წრეებში…

თითოეული მათგანის ინტერესის სფეროა ასევე – სხვა , მოწინააღმდეგე სახელმწიფოს დაზვერვის საქმიანობის შესწავლა -ანალიზი, ურთიერთ ინტერესის პოვნა და ა. შ.

კითხვა: სააკაშვილი თქვენ მოიყვანეთ 2003 წელს , რა გახდა მისი ჩანაცვლების მიზეზი?

პასუხი: როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბიძინამ , 2011 წელს თავის დამოუკიდებელი პოლიტიკით ყველაფერი ჩაგვიშალა. არ იყო რუსეთის გეგმაში 2012 წელს ხელისუფლების და კონკრეტულად სააკაშვილის ცვლილება. ეს უფრო გვიან და სხვაგვარად უნდა მომხდარიყო. მიშას ისე ყავდა მაშინ ხელისუფლება შეკრული , თქვენც დაინახეთ , როგორი ძნელი გახდა თავიდან სახელისუფლებო ვერტიკალის მშენებლობა. ყველა ნაყიდი ყავდა, ვინც კი საჭირო იყო. ” Неуловимый Джо ” -ს გარდა და ხომ იცით მას რატომ არ იჭერდნენ?
არავის სჭირდებოდა და მაგიტომ!

ასევე , თავად ნახეთ, ბიძინას მიერ შეკრული გუნდიდან რამდენი დარჩა მისი ერთგული, 10%? არ ვამბობ, რომ მას ადამიანის ცნობადობის პრობლემა აქვს. პირიქით, მან ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი. ეს ხალხი იმდენად იყო სპეციალური სამსახურებისგან დავალდებულებული, კომპრომატებით შეკრული , დაშანტაჟებული, რომ სხვაგვარად მოქცევა მათ არ შეეძლოთ, გარდა რასაც თუ თქვენ უწოდებთ ” ღალატის”.

ბიძინას გენიალურობა ის არის, რომ სააკაშვილის , უფრო კონკრეტულად CIA – ს აგენტურას, თავად საკუთარი შეფი შეაჭმევინა.

ვიცოდით, რომ ჩვენი კონკურენტი სტრუქტურა საქართველოს ხელისუფლებაში ჩასანერგად ამზადებდა ერთ ადამიანს. პროექტი დაწყებული იყო და მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობის, მაინც შესრულდა. ის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო თქვენთან. ნუ მთხოვთ დასახელებას.

ჩვენ ვიცოდით, რომ რენეგატებით ქართველი ხალხი ვერ მოტყუვდება. ამიტომაც პროექტმა ვერ იმუშავა, არ გაამართლა. როგორც წესი მისი რეკომენდატორი დაისაჯა, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის და არც თქვენთვის არის საინტერესო.
ის ახლა თავმოჭრილი ბატივით ცდილობს დავალების ჩავარდნის გამართლებას.

კითხვა: რა იყო ამ რენეგატის დავალება?

პასუხი: სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება! თუ, ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ჩვენ წინააღმდეგ ჩართავდა ქვეყანას ომში , ცდებით. მიუხედავად გარანტიისა, მან ხუთი დღე ვერ გაუძლო პრესს, მიატოვა ქვეყანა და აზერბაიჯანში გაიქცა თავის საშველად 2008 წელს. პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილს ჰქონდა დავალება ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. აფხაზეთი არ არის მონოეთნიკური ყირიმი, მსგავსი მეთოდებით რუსეთთან დაკავშირება, რეგიონი ყოველთვის პრობლემა იქნებოდა ჩვენთვის. ამიტომაც გვჭირდებოდა საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების თანხმობა, საპასუხოდ ჩვენ მზად ვიყავით საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის.

სხვათაშორის, მიზეზი რაზეც ეს ადამიანი და სააკაშვილი კონფიდენციალური შეხვედრისას ვერ შეთანხმდნენ, აბსურდულია.

კითხვა: დღეს აღარ დგას რუსეთის ხელისუფლებისთვის აფხაზეთის “ნებაყოფლობით ‘ მიერთების საკითხი?

პასუხი: არა. რეალობა დღეს სულს სხვაა. დამატებით ვერაფერს გეტყვით.

მადლობა საინტერესო საუბარისათვის. შეგიძლიათ დაგვეთანხმოთ, შეგიძლიათ არა, ეს არ არის კითხვა, მაგრამ ჩვენი აზრით, თქვენს მიერ ნახსენები რენეგატი პიროვნება , სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიაა.