ბატონო პრეზიდენტო, ჩამოართვით 1 ლარად გადაცემული ქონება პროფესორ ალასანიას!

ნებისმიერი საღად მოაზროვნე არ დავობს იმაზე, რომ 2003-2012 წლებში საქართველოში არსებული რეჟიმი იყო თუ არა დიქტატორული.
ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად- იყო!
დღეის გადმოსახედიდან, 2012 წლის შემდეგ ამ რეჟიმის პასუხისმგებლობის დაგვიანებით დაყენების საკითხსაც აქვს გამართლება. 2012 წლიდან მოყოლებული, ვიდრე დღევანდელ დღემდე, საქართველოს ხელისუფლება ვერ მოერეოდა აშშ-ს ჩანერგილ და მსუყედ ნაკვებ მეხუთე კოლონას და პირველივე ცდაზე დამარცხდებოდა.
2012 წლიდან დღემდე ასეთი რყევები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები უხვად გვახსოვს.
დღეს, რეალობა 180 გრადუსით შეიცვალა . აშშ თავად სდებს ბრალს ევროპას ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ უკუსვლაში. ვიცე- პრეზიდენტმა ბენსმა ფაქტობრივად, პატარა ბავშვებივით დატუქსა, გააფარჩაკა ევროპელი ” პარტნიორები”.
დროა, რეჟიმის გასამართლების პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდეს და ” გაკულაკების” პროცესი შეეხოს სააკაშვილის მიერ 1 ლარად დარიგებული ქონების მფლობელებს.
თუ, ტრამპმა მისი წინამორბედის ათეულობით აქტი, ბრძანება გააუქმა, რატომ არ აქვს იგივეს ქმნის უფლება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ?
აქვს და მერე როგორ!
- არ შეიძლება გიული ალასანია ფლობდეს საბჭოთა საქართველოს მიერ აშენებულ მილიონობით მანეთის თუ ლარის ღირებულების ტექნიკური უნივერსიტეტის შენობას,
- ქვეყანაში უნდა არსებობდეს სახელმწიფო სააფთიაქო ქსელი, რომელიც დაარეგულირებს პსპ-ს თავგასულობას, საზოგადოების ტერორს ,
- უნდა არსებობდეს სახელმწიფო საავადმყოფოთა ქსელი, სადაც სახელმწიფო დაზღვევის მქონე მოქალაქეები შეძლებენ მკურნალობას,
- უნდა არსებობდეს საქართველოს სახელმწიფო ბანკი, სადაც გაიცემა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ პირთა ხელფასები, სოციალური დახმარებები, გაიცემა დაბალპროცენტიანი სახელმწიფო კრედიტები,
- უნდა არსებობდეს სახელმწიფო ავტოგასამართი სადგურის ქსელი, ფიქსირებული ფასებით,
- უნდა არსებობდეს სტრატეგიული მარაგების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს საკვები პროდუქციის შეუფერხებელ მიწოდებას რეალიზაციის პუნქტებამდე, მაღაზიებამდე.
აი, მერე ნახავთ, როგორ ჩაერევიან სახელმწიფოს ფუნქციებში, როგორ იბლატავებს, როგორ დააფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ აქციებს პსპ, ავერსი, წამლების სპეკულიანტი – ოქრიაშვილი… - როგორ გასცემენ სააკაშვილის ყალბ დიაგნოზს ნაც. ექიმები, როგორ იბლატავებს თაღლითობისთვის მსჯავრდებული ხაზარაძე…
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია