19 მარტი 2025

ზელენსკიმ  მიუნხენის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა

კიევის ფაშისტური რეჟიმის მეთაურმა  ვლადიმერ ზელენკიმ  უარი განაცხადა მიუნხენის კონფერენციის შეთანხმების  ხელმოწერაზე, იმ მოტივით „იმიტომ, რომ ეს მიუნხენია და ჩვენ გვახსოვს, რაც  გაფორმდა აქ და მე  ამას აღარ გავიმეორებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ჩანს, ზელენსკი გულისხმობდა მიუნხენის 1938 წლის შეთანხმებას, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებმა ადოლფ ჰიტლერთან მოაწერეს ხელი.

  • „სამშვიდობო შეთანხმებაზე ახლა საუბარი არ არის და მიუნხენში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია,”- განაცხადა მან.

ფაშისტური რეჟიმის მეთაურმა ზელენსკიმ კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში მხოლოდ და მხლოდ ერთ რუსს – პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება და ისიც,  მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ს, ევროპასა და უკრაინას  საერთო  სამოქმედო გეგმა ექნებათ.

“შორსმჭვრეტელმა მხედართმთავარმა” ევროპა დამოძღვრა და განაცხადა, რომ თუ კოლექტიური დასავლეთი ვერ იპოვის გზას რუსეთზე ზეწოლისთვის, მაშინ მომავალში მათ კოსტუმების – სამხედრო ფორმებით ჩანაცვლება მოუწევთ.