აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი: შეშფოთებული ვარ ევროპული დემოკრატიის უკუსვლის გამო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააკრიტიკა.
- „ საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს ევროპაში, არის არა რუსეთი ან ჩინეთი ან სხვა რაიმე გარე აქტორი, არამედ მე შეშფოთებული ვარ ევროპის შიგნით არსებულ საფრთხის გამო, ევროპის უკან დახევაზე მისი ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობიდან, რომელსაც ის იზიარებს შეერთებულ შტატებთან ერთად,”- განაცხადა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა.
ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი, რასაც ევროპა უნდა ებრძოლოს, არის ცენზურა და არა პოლიტიკური ოპონენტები და მედია. ვენსმა ასევე გააკრიტიკა ასევე ევროპის ევროპის მიგრაციული პოლიტიკა.
- „ევროპა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ყველაზე დიდი კრიზისი, რომელსაც კონტინენტი აწყდება, არის ის, რაც ჩვენ თვითონ შევქმენით. თუ საკუთარი ამომრჩევლების შიშით გარბიხარ, ამერიკა თქვენთვის ვერაფერს შეძლებს“, – აღნიშნა მან.
- პოლიტიკოსმა ევროპული დემოკრატია სისუსტეში დაადანაშაულა, თუკი ის „უცხო სახელმწიფოდან დაფინანსებული 100 000 დოლარიანი რეკლამით შეიძლება განადგურდეს “.
მანამდე ჯეიმს დევიდ ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა რუსეთში ჩავიდეს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეძლებენ კონფლიქტის გონივრულ გადაწყვეტას.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა არ მოიქცნენ ისე , როგორც „ ავტომანქანის ფარებით დაბრმავებული ირმები“.