ტრამპი: ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს დიდ შვიდეულში დაბრუნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება სურს.
- „მინდა მათი დაბრუნება. ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაგდება. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი. ვფიქრობ, პუტინი მიიღებს ჩემს შეთავაზებას და სიამოვნებით დაბრუნდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაუშვებს და რომ ომის დაწყების მიზეზიც ეს იყო.
- „ვერ ვხედავ ვერანაირ გზას, რომ რუსეთის პოზიციაზე მყოფმა ქვეყანამ მათ ნატო-ში გაწევრიანების საშუალება მისცეს. მჯერა, რომ ეს იყო ომის დაწყების მიზეზი. იმიტომ, რომ ბაიდენი გამოვიდა და თქვა, რომ მათ შეეძლოთ ნატო-ში გაწევრიანება და მას ეს არ უნდა ეთქვა“, – განაცხადა ტრამპმა.