ემანუელი განრისხდა: ვინ კითხავს ტრამპს, რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინელების გადასაწყვეტია!

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებას „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი.
მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკება მისი ქვეყნის სახელით და რომ „მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა“ ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის.
- „ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია, არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი ჭეშმარიტად, მდგრადად და სარწმუნოდ მზად, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს? ამის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინელების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბრძენმა მაკრონმა და დასძინა, რომ „ყველამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს“.