19 მარტი 2025

ტრამპმა პუტინის დაკავების სანქციის გამცემი პროკურორი კარიმ ხანი დაასანქცირა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სანქციებს აწესებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორის კარიმ ხანის წინააღმდეგ, რომელმაც გასცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდი იტყობინება.

დასანქცირდეს კარიმ ხანი, ICC პროკურორი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სანქციებს აწესებს ICC-ს ამერიკელი მოქალაქეების და მათი მოკავშირეების ქმედებების გამოძიების მცდელობისთვის.

 ბრძანების თანახმად, შემაკავებელი ზომები დაუწესდებათ როგორც ICC-ის წევრებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი აშშ-სა და ICC-ს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გასული წლის ნოემბრის ბოლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

2025 წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ს კონგრესმა მიიღო ICC სანქციების კანონი, რომელიც დაედო საფუძვლად პრეზიდენტის ახალ აღმასრულებელ ბრძანებას.