ნათია ბერიძე: მაგ ჯიპების იქით არიან ადამიანები!
ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ე.წ. ჯიპიანი მამაოების შესახებ, ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ შემოკლებით:
– “მთელი დღეა აზიარებთ ერთ-ერთი სასულიერო პირის ფოტოებს და ვიდეოებს რომელსაც ბოლო მოდელის ავტომობილი ჰყავს. …
ან ამ ჯიპებს რომ ხედავთ ვინმემ იცით ფუძნარში რომ მამა ილარიონი დღემდე 21 -ე საუკუნეში უშუქოდ ცხოვრობს და ერთადერთი რაც უნდა ერთი ცალი ნათურაა, რომელიც საშუალებას მისცემს სრულფასოვნად ილოცოს, ზამთარში რომ 5 საათზე ღამდება და დილა ლამის 10- ზე იწყება სანთლის შუქზე უწევს ლოცვების კითხვა. შეშა და წყალი არ მედარდება, მხოლოდ ის მინდა რომ წიგნები არ დავაზიანო ლოცვის დროს სანთლის ნაღვენთებითო მითხრა.
ასეთი ადამიანები რატომ არ გახსენდებათ?!
ფოთოლეთში გაუკვალავ გზას რომ ”მამაოს ჯიპი” ვერ გადის და სპეციალური რკინებში ჩასმული ავტომობილით აგვიყვანეს, ხევში გადავარდნის საფრთხის გამო, ნახევარი საბურავი რომ თვალუწვდენელი ხევის მხარეს ჰაერში ავქვს ავტომობილს და ისე მიდიხარ, ერთი სანტიმეტრი რომ არასწორი მანევრი გააკეთოს მანქანამ, სავარაუდოდ ვერც ძვლებს რომ ვერ იპოვნიან შენსას ისეთ გზაზე რომ ხარ, ახვალ და ბერი მაქსიმე დაგხვდება, ძველი დახეული ანაფორით და ყველაზე კეთილი თვალებით, შეშას შეუკეთებს ფეჩში და სხვა თუ ვერაფერი ფეჩით მაინც “გაგიმასპინძლდება” მოყინული ფეხებით რომ სახე მოღრეცილი ვიჯექი და დავფიქრდი, რაზე ვდარდობ?!
ეს კაცი აქ როგორ ცხოვრობს და მაინც ბედნიერია, მე 1 საათში წავალ, ისევ ჩემს კომფორტულ სახლში, არადა მაინც სულ რაღაცით ვარ უკმაყოფილო…
ფერსათში მამა სერაპიონი სულ მარტო რომ ცხოვრობს, სიტყვის მთქმელი არავინ ჰყავს და ერთხელ ნანახი ყველა დღესასწაულზე ვახსენდები, მილოცავს და მლოცავს, ამ კაცზე ერთხელ გიფიქრიათ?!
ბაღდათში დედა პარასკევაზე?! საღამოს 6 საათზე რომ შეიკეტება საცხობში და მეორე დღის 12 საათამდე (შუადღის) ცხვირს გარეთ არ ყოფს, ასობით ან ათასობით სეფისკვერს მარტო აცხობს, დაღლილი, დამწვარი და ხან დასახიჩრებული ხელებით გამოსული მაინც სალოცავად შედის ტაძარში, მერე 2 საათი რომ სძინავს და საღამოს ისევ საცხობში შეიკეტება,ასე ყოველ დღე… მოგიკითხავთ?!
მისი ფოტო ოდესმე გაგიზიარებიათ?!
კაცხის სვეტზე რომ იღუმენი ილარიონია, შარშან თოვლში მასთან “მამაოს ჯიპითაც” რომ ვერ მივედით იმხელა თოვლია, ისეთი გზა და ფეხით ვიარეთ, ის კი გაბრწყინებული თვალებით ბედნიერი დაგვხვდა, ალბათ ხან თავისთვის რომ უჭირს იმ ლუკმით გამიმასპინძლდა, შეციებულებს ცხელი ჩაი რომ მოგვიტანა და იმ თოვლში ხვალ თავად იმ პურის საყიდლად ფეხით რომ მოუწევს კილომეტრების გავლა ჩვენ რომ შევუჭამეთ, მერე თქვენთვის ლამაზი კადრები რომ გადავიღეთ, გიკითხავთ მისი ამბავი?!
მხოლოდ შავ ჯიპებს ნუ დასდევთ, მესმის რომ ცუდი სანახავია, მაგრამ მაგ ჯიპების იქით არიან ადამიანები, ვინც მართლა იმსახურებს თქვენს ყურადღებას და ერთხელ არ გიკითხავთ და დაინტერესებულხართ.
იმ ჯიპების 90% პროცენტი კი იმაზე მეტად საჭიროა როგორც ზემოთ მოგახსენეთ ვიდრე ვიღაც ნაცტელევიზიებს ჰგონიათ.
ამიტომ სულ ჩასაფრებული ნუ ხართ,მოდუნდით და იმ ხალხზე იფიქრეთ, ვისი ლოცვითაც დღეს ეს ქვეყანა კიდევ სულდგმულობს,”-წერს ჟურნალისტი.