მედვედევი: დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება!
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებამ აჩვენა, რომ დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება.
- “პოლონურ ფერმაზე უკრაინის სავარაუდო „სარაკეტო დარტყმის“ ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი უახლოვდება მსოფლიო ომს” , -წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.