საჯარო რეესტრი უვიცებით და არაკომპეტენტური კადრებითაა სავსე
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არაკომპეტენტურობაზე მრავალი ადამიანი წუხს. მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტას ვინ ჩივის, ელემენტარულად წერა-კითხვის უცოდინარი თანამშრომლებით გაავსეს სააგენტო. ამჯერად, ერთ-ერთი მოქალაქის მაგალითს გთავაზობთ. ეს არ არის ერთი უნებლიე “შეცდომა”, ასეთი ფაქტები სამწუხაროდ, მრავლადაა, როცა ხელოვნურ პრობლემებს უქმნიან ადამიანებს და ფინანსურ ზარალთან ერთად მათ მიერ დაშვებულ შეცდომაზე პასუხიმგებლობას აქეთ, მოქალაქეს აკისრებენ.
” ერთი ისტორიის შესახებ მინდა გიამბოთ ჩემო მეგობრებო.
დამჭირდა პირადობის მოწმობის შეცვლა. მივედი საჯარო რეესტრში. მითხრეს თუ 10 სამუშაო დღეში გნებავთ აღება, მაშინ 65 ლარის გადახდა მოგიწევთო. ხოლო თუ 5 დღეში 85ლარი. მე მეჩქარებოდა და ვთხოვე დაჩქარებული წესით დაემზადებინათ. მივაწოდე ჩემი ძველი პირადობა, რომელიც უვადო იყო და სიმართლე გითხრათ არ მინდოდა მისი გამოცვლა იმიტომ, რომ გახსოვთ ალბათ,ამ ახალ ელექტრონულ ბარათებზე უარყოფითი გამოხმაურებები იყო კერძოდ მისი არაქრისტიანული წარმოშობის გამო. მაგრამ ეს ჩემი ძველი ბარათი ბიზნესითვის იყო გამოუსადეგარი. ამიტომაც გადავწყვიტე მისი შეცვლა.
ოპერატორმა რომელმაც ჩემი საბუთები მიიღო შეცდომით გადასცა ჩემი სახელი. გრიგოლის მაგივრად დაარეგისტრირა გრიგორი. ჩემი ნათლობის სახელი არის გრიგოლი და არა გრიგორი. მითხრეს თუ ისევ ძველ სახლეზე გნებავთო დაბრუნება მაშინ 2 თვე უნდა მოიცადოო თუ არადა დადგენილ ვადაში აიღებთო ახალ პირადობას ახალი სახელით.
ახლა მომიწევს მართვის მოწმობის შეცვლა, ბანკში ახალი სახელით დარეგისტრირება და კიდევ რა ვიცი წინ რა პრობლემები მელის.
ეს პოსტი იმიტომ გამოვაქვეყნე რომ დაინახოს ხალხმა თუ როგორი კადრები მუშაობენ ჩვენთან!!!!!!!!
გია შარაშენიძე, წყარო; ფეისბუკი