7 დეკემბერი 2024

როგორც მოსალოდნელი იყო ამერიკამ და დასავლეთმა ჩაისვარა!

რუსული რაკეტა, რუსული რაკეტა აკაკანდა მსოფლიო მედია და ბანი მისცეს ქართულმა სახედაკარგულმა ანალოგებმა. როგორც ყოველთვის, პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე, საკუთარი,სასურველი ინტერპრეტაციით და ყველა ერთად ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედებისკენ მიანიშნებდა საზოგადოებას.

როგორც მოსალოდნელი იყო ამერიკამ და დასავლეთმა ჩაისვარა!
პირდაპირ ვთქვათ, ან ეს რეალურად რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა იყო კოლექტიური დასავლეთის რეაქციის მოსასინჯად და ფსიქოლოგიურად დასატერორებლად ან და უკრაინული უნიჭო, პატრონებთან შეუთანხმებელი პროვოკაცია, რომელსაც შედეგი აუცილებლად მოყვება.

ფაქტი ერთია: დღეს, ყველა მსოფლიო ლიდერი ბაიდენის კვალდაკვალ დაიწყებს აღიარებას, რომ “ნაკლებად სარწმუნოა”, საკმარისი ფაქტების, მტკიცებულებების არ არსებობის გამო ვერ დგინდება ინციდენტში რუსეთის მხარის მონაწილეობა” და ა.შ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად დასავლეთი ემწყვდევა  კუთხეში- რა თქვას, რა ქნას, თავი როგრ იმართლოს ევროპული საზოგადოების თვალში, როგორ გამორიცხოს მე-5 მუხლის ამოქმედება და გარდაუვალი ახალი მსოფლიო ომი.

თუმცა, ვოლოდიმირი პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის  ფაქტზე კვლავ და მტკიცებულებითი ფორმით  აცხადებს , რომ – ეს რუსული დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და მოქმედებაა საჭირო, მაგრამ სხვა აზრისაა რეჯეფ თაიფ ერდოღანი  და პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს, ჯო ბაიდენი “ნაკლებად სავარაუდოს” უწოდებს , რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი, ანჯეი დუდას – არ აქვს დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა და საზოგადოებას “ამშვიდებს “გამოძიება მიმდინარეობს-ო, იენს სტოლტენბერგი, როგორც  NATO -ს შეფი აკვირდება ვითარებას, მიშელი-შოკირებულია და ა.შ. თუმცა,მომავალში  მსაგავსი ფაქტი , რომ არ განმეორედება ამის არანაირი გარანტია არ არსეობს.