პროვოკაციაა ინფორმაცია პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ!
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოლონური მედიის ინფორმაცია, ისევე როგორც ოფიციალური პირების განცხადებები პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ, არის პროვოკაცია შემდგომი ესკალაციის მიზნით.
- „პოლონური მედიის და ოფიციალური პირების განცხადებები პრჟევოდუვის დასახლების მიდამოში „რუსული“ რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ არის მიზანმიმართული პროვოკაცია სიტუაციის ესკალაციის მიზნით. არანაირი დარტყმა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს სამიზნეებზე არ განხორციელებულა“, – აცხადებენ სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ ფრაგმენტებს, რომლებიც ადგილობრივმა მედიამ „ცხელ კვალზე“ გაავრცელა, არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ იარაღთან.
მანამდე პოლონური რადიოსადგური ZET არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ორი რაკეტა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ პრჟევოდოვთან ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი.