11 ნოემბერი 2024

ევროპაში ბირთვული აფეთქება პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს ამერიკელი მოქალაქეების  ჯანმრთელობაზე

ევროპაში შესაძლო ბირთვულ აფეთქებას ამერიკელების ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგები არ მოჰყვება,აცხადებს  აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალეხანდრო მაიორკასი, პალატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტის წინაშე გაკეთებულ განცხადებაში.

  • „ქვეყნისთვის რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხე კვლავ დაბალია. <…> მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი იარაღს აჟღარუნებს, ჩვენ არ ველით, რომ ევროპაში ბირთვული აფეთქება რაიმე პირდაპირ გავლენას მოახდენს ამერიკელი მოქალაქეების  ჯანმრთელობაზე“. მან თქვა.

სექტემბრის ბოლოს  ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა ანტირუსული რიტორიკის ყველა ზღვარი გადალახა და ბირთვული შანტაჟი დაიწყო. მისი თქმით, ნატოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები  მოსკოვის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების დასაშვებობაზე საუბრობენ, მაგრამ ასეთი განცხადებების ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ „ქარის ქროლვა შეიძლება  მათი მიმართულებით შებრუნდეს“.

წყარო