19 მარტი 2025

ტრამპი: პუტინი დაინტერესებულია და სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რამდენჯერ ისაუბრა პუტინთან, ტრამპმა უპასუხა: „სჯობს, არ ვთქვა“.

მისი თქმით, პუტინი დაინტერესებულია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ.

  • „ყველა ის დაღუპული ადამიანი. ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი შენს შვილებს ჰგვანან, ორი მილიონი – და უმიზეზოდ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.

  • მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერისთვის სირცხვილი იყო. სრული სირცხვილი”, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.
  • ”იმედი მაქვს, რომ სწრაფად. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი ძალიან ცუდია. მინდა დავასრულო ეს წყეული რაღაც“, – აღნიშნა ტრამპმა.