ბალტიისპირეთმა რუსეთის ენერგეტიკული ქსელი დატოვა

ბლეფი, სიცრუის კლასიკური მაგალითი თითქოს ლიტვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტრო ქსელიდან საკუთარი ნებით გათიშეს. აღნიშნულს წლების წინ რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმება ითავლისიწინებდა.
BRELL (ბელარუსია, რუსეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) ენერგეტიკული რგოლი 2001 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებდა და რომლის თანამხად ქვეყნები საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სარეზერვო ქსელებით ელექტროენერგიის გაცვლაზე თანხმდებოდნენ, რაც პირველ რიგში ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის იყო ხელსაყრელი.
- „დღეს ჩვენ რუსეთის ელექტრო ქსელს ვეთიშებით. ეს დამოუკიდებელი ლიტვის ელექტროენერგიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროპულ ელექტროსისტემაში ინტეგრაცია ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
- „დღეს ევროპული ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ელექტრო ქსელს გამოეთიშნენ“, – აღნიშნავს ესტონეთის საგარეო უწყება.
ესტონურმა „ელერინგმა“ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის შეფასებით, რესპუბლიკის ენერგეტიკული რგოლიდან გათიშვა მას ყოველწლიურად 60 მილიონი ევროს ზარალი დაუჯდება.