ნენსი ვოლანდი : მითხრეს უკანა ტანში რამე ხომ არ გაქვს დამალულიო

„რუსი ოლიგარქის“ ბიძინა ივანიშვილის “სისხლიანი რეჟიმის” მიერ , მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას იხსენებს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ნენსი ვოლანდი.
მისი თქმით, „ივანიშვილის მილიციამ“ მას სხეულის უკანა ნაწილში დამალული ნივთების აღმოსაჩენად, ისეთი მოძრაობების გაკეთება აიძულა, რამაც მასში ძლიერი სულიერი ტკივილი და ფსიქოლოგიური ტრამვა გამოწივია.
- „ პირველივე წამი ჩემთან შემოვარდნის მცდელობის იყო ძალიან უხეში. შემოვიდა 2 ქალი პოლიციელი, რომლებმაც მითხრეს, რომ უნდა გავშიშვლდე მთლიანად. როცა ვკითხე რატომ, წესია ასეთიო.
- მომთხოვეს, ისეთი მოძრაობები გამეკეთებინა, უკეთ ენახათ, უკან სადმე რამე ხომ არ მაქვს დამალული. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მეც დავთანხმდი და გადავიჩაჩხე.
- ეს იყო პირველი მათი კანონდარღვევა, როგორც ახლა გავიგე, შემდეგ წავიდა სტანდარტული ჩხრეკა, რომელიც გამოცდილი მაქვს.
- მთხოვეს, რომ გავყოლოდი განყოფილებაში, რაზედაც ვუთხარი უარი, ამით დავემშვიდობეთ ერთმანეთს” – იხსენებს მის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას ნენსი ვოლანდი და “მილიციელების” უსასტიკეს დასჯას მოითხოვს.
„