19 მარტი 2025

უკრაინული მედიის 90%-ს  USAID აფინანსებდა

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  უკრაინული მედიის მთავარი  დონორი იყო, სადაც 10 მედია საშუალებიდან   9 პირდაპირ დამოკიდებული იყო  უცხოურ დაფინანსებაზე.  უკრაინული გამოცემების 90% იღებს საერთაშორისო დახმარებას, ხოლო USAID   მედიის მთავარი დონორი იყო.

ინფორმაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშიდან გამომდინარეობს.

  • „ვითარება აჩვენებს მთელი სექტორის ფინანსურ არასტაბილურობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

RSF-მ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისგან დაფინანსების შეჩერება გამოიწვევს ალტერნატიული წყაროების ძიებას იმ ფონზე, როდესაც 2024 წლიდან დამოუკიდებელი მედია უკრაინაში იბრძვის  ფინანსური მდგრადობისთვის გრანტის მიმღებთა რაოდენობის შემცირების გამო.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შეფასებისას, გადახედოს ამერიკული საერთაშორისო დახმარების მიდგომას, RSF-მა განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია „ქაოსში აგდებს  გლობალურ ჟურნალისტიკას“.