ტრამპი სანქციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ხელი მოაწეროს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სანქციებს დაუწესებს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) და დაადანაშაულებს მას ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის მიმართ არასწორ ქმედებებში. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ხელმისაწვდომ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე დაზუსტებულია, რომ სანქციები მოიცავს ფინანსურ და სავიზო შეზღუდვებს ICC-ის თანამშრომლებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრის ბოლოს სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტს ღაზას სექტორში დაკავების ორდერი გასცა. 2025 წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი ICC-ის წინააღმდეგ სანქციების შესახებ.