მზიას დარად,როგორ აწამეს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი

ამას წინებზე ახლობელმა ოჯახში დამპატიჟა და ფსიქოლოგიურად მაწამა!
😂
თითქოს მსუბუქი ფორმით დაიწყო, სუფრაზე ჯერ ბოსტნეული მოყარა გუდის ყველთან და შოთებთან ერთად. შოთები ჯერ ისევ ცხელ-ცხელი იყო, გუდის ყველს კიდე ნასვრეტებიდან ერბო გასდიოდა.
ჭამეო! – მიბრძანა.
ვჭამე, ვეწამე.
მაიტა, თითო ჭიქაც გადავხუხოთ, რა უჭირსო? – თქვა კუშტი გამომეტყველებით.
უარი ვერ ვთქვი, ისევ ვეწამე.
ეგ კიდე არაფერი, ჩემს წამებაში დიასახლისი უფრო აქტიურობდა – ჯერ ცხელ-ცხელი ყაურმა შემოიტანა, მერე ხაშლამა მააყოლა, მერე ხინკალი მოყარა და… მე ისევ ვეწამე.
მაიტა, თითო ჭიქა კიდე ვხუხოთო.
მაიტა-მეთქი, ისევ ვეწამე.
როცა ვიფიქრე, ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბოლო მოეღო-მეთქი, მეზობლის კაცი შემოვიდა. რა ბოლო მოეღო? დაჯდა და იმანაც დაიწყო ჩემი წამება – ეს გადაიღე, ის გადაიღე, ნუ გრცხვენიაო.
აემ სამმა სადისტმა 5 საათის განმავლობაში მაწამა, იქამდე მიმიყვანეს, აღარც ჭამა მინდოდა, აღარც დალევა და მაინც მეძახდნენ, ეს გადაიღე, ის გადაიღე, მშიერი ხარო.
ბოლოს ერთი რაღაცა მოვიფიქრე – დაღამდა სიბნელეში ხან შავი ნოდარა მელანდება, ხან კიდე ინგა გრიგოლია, უნდა წავიდე-მეთქი.
თუ ეგრეა, მაშინ წადიო.
წამოველ, ძლივს დავაღწიე თავი ფსიქოლოგიურ ზეწოლას და წამებას. ამჯერად გადავრჩი, მაგრამ სხვა დროს როგორ გადავრჩები, არ ვიცი.
როდესაც შვილიშვილები მკითხავენ, ამა და ამ დროს შენ რას აკეთებდიო, დაუფიქრებლად ვუპასუხებ: მე მაშინ ჭამა-სმით მომკლეს, ბაბუ!