ტრამპი პალესტინელ ერს საკუთარი მიწა-წყლიდან გადასახლებას პირდება

მსოფლიოს ახალი მბრძანებელი მშვიდობის და დემოკრატიის სახელით ცდილობს პალესტინელი ერი საკუთარ მიწა-წყალს მოწყვიტოს და მეზობელ სახელწმიფოთაგან ნაყიდ ტერიტორიაზე განასახლოს. ” პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ექნებათ თუ არა პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება მას შემდეგ, რაც აშშ ღაზის სექტორზე კონტროლს დააწესებს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.
- „არა, არ ექნებათ, რადგან მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აშენების შესახებ ვსაუბრობ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, პალესტინელებისთვის დასახლებების ასაშენებლად ეგვიპტესთან და იორდანიასთან შეთანხმების დადება შეუძლია.
- „შეიძლება ხუთი, ექვსი ან ორი იყოს. ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს ავაშენებთ, ცოტა მოშორებით იქიდან, სადაც არიან, სადაც მთელი ეს საფრთხეა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.