გსურთ ევროპა და აიტანეთ ევროპული კანონები!

ხელისუფლებამ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტში უკვე დააინიცირა. „ევროპული მომავლის მცველები“ კანონებს „დიქტატორულად“ ნათლავენ, თუმც იგივე კანონები მეტად რბილია, ვიდრე აშშ-ს ან ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში .
- მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე აიკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება
ევროპის ქვეყნებში– გერმანიაში, საფრანგეთში კერძო საკუთრებაში (შენობებში, ოფისებში, სავაჭრო ცენტრებში და ა.შ.) აქციების ან დემონსტრაციების ჩატარება მესაკუთრის თანხმობის გარეშე, როგორც წესი, აკრძალულია, რაც ასევე იკრძალება საქართველოშიც.
- პოლიციის მუშაკის შეურაცხყოფა:
საქართველო:
პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიწვევს ჯარიმას 1.500 ლარიდან ( 505 ევრო) – 4 .000 ლარამდე (1350 ევრო) ან ადმინისტრაციულ პატიმრობას – 45 დღემდე ვადით,
გერმანია
სამართალდამცავის შეურაცხყოფა ( §185 StGB)– ჯარიმა და პატიმრობა მაქსიმუმ 1 წლამდე. დაუმორჩილებლობა (Widerstand gegen Vollstreckungsbeamte, §113 StGB)–მაქსიმუმ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,
საფრანგეთი
პოლიციის შეურაცხყოფა – ჯარიმა 7,500 ევრომდე ან 6 თვით პატიმრობა.
დაუმორჩილებლობა –15,000 ევრომდე ჯარიმა და 1 წლამდე პატიმრობა , თუ არის
იტალია
პოლიციელის შეურაცხყოფა (Oltraggio a pubblico ufficiale, статья 341-bis Codice Penale)– ჯარიმა 1,000-დან 5,000 ევრომდე ან პატიმრობა 6 თვიდან- 3 წლამდე .
დაუმორჩილებლობა –3 თვემდე პატიმრობა.
ესპანეთი
პოლიციელის შეურაცხყოფა (Desacato, 37.4 Ley de Seguridad Ciudadana) – ჯარიმა 100-დან 600 ევრომდე , დაუმორჩილებლობა (Desobediencia a la autoridad, статья 556 Código Penal) – 6.600–30. 000 ევრომდე ჯარიმა ან 3 თვიდან 1 წლამდე პატიმრობა,
დიდი ბრიტანეთი
პოლიციელის შეურაცხყოფა – ჯარიმა1000 ფუნტამდე .
დაუმორჩილებლობა– ჯარიმა 5,000 ფუნტამდე ან 6 თვემდე პატიმრობა,
ნიდერლანდები
დაუმორჩილებლობა– ჯარიმა 4,500 ევრომდე ან 3 თვემდე პატიმრობა.
ბელგია
პოლიციელის შეურაცხყოფა –ჯარიმა 300-დან 2,400 ევრომდე.
დაუმორჩილებლობა –6 თვემდე პატიმრობა ან ჯარიმჯარიმა 8,000 ევრომდე .
- პოლიტიკოსის შეურაცხყოფა :
გერმანია: (§185 StGB) – ჯარიმა შემოსავლის მიხედვით ან მაქსიმუმ 1 წლამდე პატიმრობა .
ცილისწამება (Üble Nachrede, §186 StGB) – 2 წლამდე პატიმრობა .
დამამცირებელი ცილისწამება (Verleumdung, §187 StGB) – 5 წლამდე პატიმრობა,
საფრანგეთი
პოლიტიკოსის საჯარო შეურაცხყოფა – ჯარიმა 7,500 ევრომდე ან 6 თვემდე პატიმრობა .
ცალკე დანაშაულია პრეზიდენტის შეურაცხყოფა,
იტალია
პოლიტიკოსის შეურაცხყოფა (Oltraggio a pubblico ufficiale, статья 341-bis Codice Penale) –1,000-დან 5,000 ევრომდე ჯარიმა ან 36 თვიდან 3 წლამდე პატიმრობა, ცილისწამება (Diffamazione, 595 Codice Penale) – 1 წლამდე პატიმრობა ,
ესპანეთი
პოლიტიკოსის შეურაცხყოფა – ჯარიმა ან 2 წლამდე პატიმრობა , დასჯადია ესპანეთის მეფის შეურაცხყოფა (Ley de Seguridad Ciudadana) –მაქსიმუმ 2 წლამდე პატიმრობა,
ნიდერლანდები
პოლიტიკოსის შეურაცხყოფა ჩვეულებრივ ჯარიმით ან 3 თვემდე პატიმრობით, ცალკე დასჯადია მეფის შეურაცხყოფა (Majesteitsschennis)
ბელგია
პოლიტიკოსის საჯარო შეურაცხყოფა – ჯარიმა 300-დან 2,400 ევრომდე ან 6 თვემდე პატიმრობა., მეფის შეურაცხყოფა – ჯარიმა ან 5 წლამდე პატიმრობა.
- ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა
საქართველო: – 60 დღემდე;
ისრაელი: სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით ადმინისტრაციული პატიმრობა (მაგ., პალესტინელი აქტივისტებისთვის) შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე, რასაც ხშირად აგრძელებენ განუსაზღვრელი ვადით.
რუსეთი: ადმინისტრაციული დაკავება (მაგ., საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის) ჩვეულებრივ გრძელდება 15 დღემდ*, ხოლო განმეორებით დარღვევებში — 30 დღემდე,
აშშ : იმიგრაციული დაკავება (ადმინისტრაციული პატიმრობა) შეიძლება იყოს განუსაზღვრელი დეპორტაციის პროცესის განმავლობაში, თუ სხვა ქვეყანა არ ეთანხმება პირის მიღებას.
ევროკავშირი: მაგ., საფრანგეთი, გერმანია ადმინისტრაციული დაკავება ჩვეულებრივ შემოიფარგლება 48 საათიდან 30 დღემდე, განსაკუთრებით იმიგრაციის ან საგანგებო მდგომარეობის კონტექსტში.
საგანგებო მდგომარეობის პირობები ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., ეგვიპტე, თურქეთი) საგანგებო მდგომარეობის დროს ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვედან წლამდე.
- ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება
საქართველო: პატიმრობა 3-წლამდე ვადით;
გაერთიანებული სამეფო: მოწოდება ძალადობისკენ ან ტერორისტული აქტების წახალისება 5- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთა,
გერმანია: საჯარო მოწოდება ძალადობისკენ ან ტერორიზმის წახალისებამ შეიძლება გამოიწვიოს 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,თუ ეს მოწოდება დაკავშირებულია სიძულვილის ენასთან ან ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებით, სასჯელი შესაძლოა უფრო მკაცრი იყოს.
საფრანგეთი: – 5 წლამდე პატიმრობა. თუ ეს მოწოდება რელიგიურ, ეთნიკურ ან სხვა ჯგუფს ეხება, თუ მოწოდება მომავალში ძალადობრივ ქმედებას წარმოშობს, სასჯელი შეიძლება გაიზარდოს.
პოლონეთი: ისჯება 3-დან 5 წლამდე პატიმრობით, ან უფრო მაღალი სასჯელი, თუ ეს შეეხება ტერორიზმს ან ეთნიკურ ჯგუფებს.
ესპანეთი: მოწოდება ძალადობისკენ, განსაკუთრებით პოლიტიკურ თუ ტერორისტულ კონტექსტში, შეიძლება გამოიწვიოს 2-დან 3 წლამდე პატიმრობა.
იტალია: საჯარო მოწოდებები ძალადობისკენ შეიძლება დაჯდეს 1-დან 5 წლამდე პატიმრობით, ხოლო თუ ეს დაკავშირებულია ტერორიზმთან, სასჯელი უფრო მკაცრი იქნება.