14 თებერვალი 2025

ზენონ იარაჯული: თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ ბატონო ბიძინა!

არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობაში მრავალჯერ მხილებული , დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირალანდიის ეპისკოპოსი ზენონი ( იმედა იარაჯული) „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს “მშვიდობის” არსს უხსნის და აცხადებს , რომ ივანიშვილს “მშვიდობა არ მოაქვს.”

  • რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა? არა! არა! არა! ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება“.
  • აი, მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი მსხვერპლით.
    • სხვა დანარჩენი “მშვიდობა” უქმი ზმანებაა, სინამდვილეს რომ ეთამაშება.
  • თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“, – წერს იმედა -ზენონი იარაჯული.