14 თებერვალი 2025

რობერტ ფიცო – ჩვენს დამხობას „ქართული ლეგიონი“ ცდილობდა

სლოვაკეთში, ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილებდა უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი”, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დამხობას ცდილობდა, ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართული ეროვნული ლეგიონი დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია“, – განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუს სუტაი ესტოკმა განაცხადა, რომ მამულაშვილს და ცხრა სხვა ადამიანს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალათ. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახური აცხადებს, რომ დადასტურებულია ლეგიონის პირადი და ეკონომიკური კავშირები სლოვაკეთის საჯარო სექტორთან და ოპოზიციასთან.