რუსეთის დუმა სატანიზმს და ოკულტიზმს კანონით კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამზადებს კანონპროექტს რუსეთში სატანიზმის აკრძალვის შესახებ, ამის შესახებ დეპუტატმა ნიკოლაი ბურლიაევმა განაცხადა.
- “სატანიზმის აკრძალვის შესახებ დაიწყებულია პროექტის მომზადება, რომელიც დაჩქარდება”, – განაცხადა პარლამენტარმა და იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი ერთ კვირაში იქნება წარმოდგენილი.
რუსეთის პატრიარქმა კირილემ ასევე მხარი დაუჭირა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს „ოკულტურ-მაგიური სერვისების რეკლამის აკრძალვისა და სატანიზმის შესახებ”. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თქმით, სახელმწიფო უნდა შეეწინააღმდეგოს ხალხში ოკულტიზმის მასობრივ გავრცელებას და რეკლამის საშუალებით დესტრუქციული რელიგიური სწავლებებისა და პრაქტიკის საჯარო პოპულარიზაციას.