ტრამპი ევროკავშირისთვის განსაკუთრებული ტარიფების დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპი კანადის, მექსიკის და ჩინეთის გარდა, ევროკავშირისთვის, მისი თქმით „რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის“ გაკეთებას გეგმავს.
„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად!
- ევროკავშირი საშინლად გვექცევა, ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ.
- ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ.
- არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს.
- ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ დღეიდან ქვეყანაში კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფებს აწესებს.