14 თებერვალი 2025

სენატორ მენენდესს FARA-ს კანონის დარღვევის და ქრთამის აღებისათვის 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს,
სომხეთის სახელმწიფოს ჯილდო ” მეგობრობის ორდენის” კავალერს რობერტ მენენდეს, რომელიც საქართველოს მთავრობას “დემოკრატიას” უწუნებდა, ეგვიპტის მთავრობის და ნიუ ჯერსის ბიზნესმენების დახმარების სანაცვლოდ თაღლითობის, ქრთამის, მათ შორის ოქროს ზოდების მიღებისთვის 2025 წლის 29 იანვარს მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფედერალურმა მოსამართლემ სიდნი სტეინმა განაჩენი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მოსმენის დროს გამოიტანა. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის აშშ-ის პროკურატურა მისთვის 15 წლიან პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

მენენდესი, ოდესღაც ძლევამოსილი დემოკრატი, რომელიც 18 წელიწადნახევრის განმავლობაში წარმოადგენდა ნიუ ჯერსის სენატში, 2024 წლის ივლისში დამნაშავედ ცნეს 16-ვე ბრალდებაში, მათ შორის ქრთამის აღებასა და თაღლითობაში.
ის ასევე გახდა პირველი სენატორი, რომელიც გაასამართლეს უცხოური აგენტის როლში.