14 თებერვალი 2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა პუტინის „ტერორისტად“ აღიარებაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნომ  უარი განუცხადა  უკრაინის წარმომადგენლებს დაერეგისტრირებინათ შესწორება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს “ტერორისტად”  მოიხსენიებდა.  

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნომ  კიევის წარმომადგენლებს  აცნობა, რომ „სახელმწიფოს მეთაურის ტერორისტად დასახელება  შეურაცხმყოფელია და უხამსი ტერმინების გამოყენებას უტოლდება, რომლებიც შეუსაბამოა ასამბლეის ოფიციალურ დოკუმენტებისათვის“.

  • „სამდივნოს საქმე არ არის გადაწყვიტოს ვისთვის რა არის შეურაცხმყოფელი. არიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომლებმაც შეიძლება უარყონ ჩვენი შესწორება. ასე მუშაობს დემოკრატიული პროცესი და ის, რაც ახლა მოხდა, არის პოლიტიკური ცენზურის აქტი”, – აცხადებენ უკამყოფილო უკრაინელი დეპუტატები.