ომის პარტიის შანტაჟი საქართველოს ვერაფერს დააკლებს!

ნაპოლეონის ეპოქიდან მოყოლებული , პირველი, მეორე მსოფლიო ომების ჩათვლით, დღევანდელ რუსულ – უკრაინულ კონფლიქტამდე, გაშმაგებული ცდილობდა ანგლო- საქსური ელიტა რუსეთის დასუსტებას, დამორჩილებას, დაქცევას, განადგურებას…
თითქმის საწადელს მიაღწიეს ლენინ-ტროცკის დახმარებით, თუმც დიდმა ქართველმა იოსებ სტალინმა არ აცალა, შეუშალა ხელი. რომ არა ლავრენტი ბერიას უნიკალური ნიჭი, რუსეთს არ ექნებოდა ატომური ფარი, რაც ქვეყნის სიძლიერის და დამოუკიდებლობის გარანტიაა.
მეორედ საწადელის მიღწევა სსრკ-ს ხელმძღვანელთა ღალატობრივი ქმედებით , ქვეყნის დაშლით და პირველ პირად ბორის ელცინის მოყვანით სცადეს , რომელიც ამერიკის კონგრესში ” Боже храни Америку ‘ – ს ყვიროდა, თუმც აქაც საკუთარი ქვეყნის პატრიოტმა ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა არ აცალა, შეუშალა ხელი!
დანაწევრებულად გამზადებული რუსეთის რუქა დღესაც სამახსოვროდ უკიდიათ სახელმწიფო დეპარტამენტში და ვერ ინელებენ, როგორ ვერ დაშალა, დააქუცმაცა აშშ-მ ყურმოჭრილი ევროპელი ვასლებითურთ პუტინის ” დიქტატურა”.
ლენინივით აგენტად ხან ნემცოვი,ხან ნავალნი შეუგზავნეს, მსუყედ უკვებეს,უფინანსეს, ანტისახელმწიფოებრივი გეგმებით ამარაგებს, ბოლოს მოძმე ქვეყანას – უკრაინას დააჯახეს, ძმათა სისხლით მორწყრს ათასობით კვადრატული მეტრი, მაინც ვერაფერი დააკლეს!
- ბელორუსის პატრიოტი პრეზიდენტი როცა სურთ -დიქტატორია და როცა არა- ბრძენი ლიდერი . ბრჭყვიალა სათამაშოებით ცდილობდნენ მის მოსყიდვას, ისევ რუსეთის წინააღმდეგ, რამოდენიმეჯერ აყანყალეს ქვეყანა, ” დემოკრატიის სახელით” ცდილობენ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ძალადობრივი გზით დამხობას, ვერ მიართვეს!
- “დიქტატურა ” ყოფილა თურმე ასევე მეზობელ აზერბაიჯანში, ერთი ოჯახის, კლანის, რომელიც “სასტიკად უსწორდება” პოლიტიკურ ოპონენტებს, არადა თავად უარეს დღეში ატარებენ , პირდაპირ ცხენებით, სამსახურეობრივი ძაღლებით დასდევენ , მართლაც მშვიდობიან მომიტინგეებს ძვირფასი ევრო- ამერიკელი ” სტრატეგიული პარტნიორები, პირდაპირ მნიშვნელობით ხვრეტენ აქციებს, როგორც ეს კაპიტოლიუმის შემთხვევაში საპროტესტო აქციის დროს გააკეთეს, თუმც ‘ დემოკრატიულად” .
ხან მამაა პრეზიდენტად, ხან შვილი და ხან ცოლი, ესეც “დემოკრატიულად”, - არ მოსწონთ უნგრეთის პრეზიდენტის დამოუკიდებელი პოლიტიკა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ეგრევე “პუტინელის” იარლიყი მიაწებეს პრეზიდენ ორბანს. ხან საიდან ეცადნენ, მაგრამ ვერ მიუდგნენ,რომ სათავისოდ გადაებირებინათ,
- რუსეთის წინააღმდეგ რომ ვერ განაწყეს, რომ ვერაფერი მოუხერხეს , პირდაპირ მკვლელი მიუგზავნეს ასევე ” პუტინის მეგობარ” სლოვაკეთის პრეზიდენტს რობერტ ფიცოს, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა სიკვდილს,
- არც სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი ეპიტნავებათ მეტისმეტად… ეროვნული ინტერესების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების გამო მასაც მე- 5 კოლონა აუმხედრეს და რყევა დაუწყეს,
- ჩინეთში, ირანში, სხვა და ბევრ კიდევ სხვა ქვეყნაში , როცა სურთ დიქტატურაა, როცა სურთ “დემოკრატიის აკვანია”, ძვირფასი ძმა და მეგობარი სი..
- ბოლო ლუკმა სირიის პრეზიდენტი ასადი იყო, რომელიც ” ისლამური სახელმწიფოს” იმ მკვლელით ჩაანაცვლეს, რომლის დაჭერაზეც თავად ჰქონდათ მილიონები დაწესებული…
თუმცა, სხვა რა მოსატანია და საკუთარი პრეზიდენტი კენედი მოკლეს, სასწაულებრივად გადაუჩა სიკვდილის მოქმედი პრეზიდენტი ტრამპიც…
საქართველოს ამაყი ხელისუფლების დამოუკიდებლი პოლიტიკა ძალიან გაუკვირდათ, არ მოელოდნენ ურჩობას, გაოცებას ვერ მალავენ, როგორ ვერ შეძლეს ამხელა ფინანსური რესურსით, ვეებერთელა მე-5 კოლონით , პატარა, სამ მილიონიანი ქვეყნის ხელისუფლების დამხობა, რომელმაც გაბედა და არ დაემორჩილა მსოფლიოს ჟანდარმის, აშშ-ს მმართველი ელიტის- ომის პარტიის ბრძანება- დირექტივას !
ვერ გამოიყენეს ბრმა იარაღად ისევ და ისევ რუსეთის წინააღმდეგ, ათასმა მუქარამ, შანტაჟმა. ფეხების ბაკუნმაც ვერ უშველა , ვერ ჩართეს ერისთავის გამანადგურებელ ომში.
არ იმჩნევენ ერთ დროს წარმატებული , ქვეყანად ყოფილი ტერიტორიის სახელად “უკრაინის” უბედურებას , საკუთარი უგვანო, მასხარა პრეზენტის უგუნურების გამო იავარდქმნილის, განადგურებულის, გაპარტახებულის , სისხლისგან დაცლილის…” დემოკრატია ყვავის” თურმე უკრაინაში !
ბრძანების წარმატებით შესრულებისათვის სატყუატად ” ევროკავშირში მიღებას ” დაპირდნენ , ომის შემდეგ, რათქმაუნდა, მსოფლიო უსაფრთხოების საკუთარი მკერდით , საკუთარი სისხლით, ბოლო უკრაინელამდე “ჯალათი პუტინისგან” დაცვისათვის.
შეეგუეთ, დამთავრდა თქვენი ეპოქა პატივცემულო სისხლის მსმელო სვავებო!
თქვენი უბადრუკი მცდელობებით ერთი კარგი სამსახური მაინც გაუწიეთ ჩემს ქვეყანას- საბოლოოდ გამოყარეთ და გამოამზეურეთ მთელი ნაგავი, რაც სამი ათეული წლის განმავლობაში გიგროვებიათ ქვეყანაში, აწ უკვე დაგვა- დალაგების დრო, რასაც დარწმუნებული იყავით სანიმუშოდ გაართმევს თავს საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება, მისი ძალიან მაგარი მეთაურით!
პატივსაცემით ჟურნალისტი
გოჩა ნაჭყებია