Politico: რუბიომ ევროკავშირი დაიკიდა

დიპლომატებმა POLITICO-ს განუცხადეს, რომ ისინი შიშობენ ტრამპის სტრატეგიის გამო, რაც- ევროკავშირის გაუცხოებას და მასთან „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით თამაშს ნიშნავს.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ბრიუსელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე დასასწრებად ღია მოწვევა გაუგზავნა, რათა ახალი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გახილვა დაწყებულიყო.
კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს სთხოვა „აეხსნა შეერთებული შტატების პოზიცია“, რომელიც მოიცავდა გრენლანდიის ხელში ჩაგდებას, სადაც ევროკავშირის 55,000 მოქალაქე ცხოვრობს.
რუბიო ორშაბათის შეხვედრაზე არ გამოცხადდა და არ აპლიკაცია Zoom-ის საშუალებით დასწრებია შეხვედრას. უფრო მეტიც, მას მოწვევის თაობაზე არც უპასუხია.
კალასის მოწვევის შესახებ რუბიოს წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ”ამ დროისთვის ვიზიტის შესახებ გეგმები“ მათ არ ჰქონდათ. კალასმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის “მზადაა ეწვიოს ვაშინგტონს რაც შეიძლება მალე”.
- „რუბიოს დუმილმა შეშფოთება გამოიწვია ბრიუსელის ოფიციალურ წრეებში, რომლებიც ეჭვობენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ყინავს ევროკავშირთან ურთიერთობას, ეროვნული აქტორების სასარგებლოდ. ეს ყველაფერი „დაყავი და იბატონეს“ სტრატეგიის ნაწილია, რაც ნატოს ბლოკის დასუსტებას ისახავს მიზნად“, -წერს გამოცემა.
ევროპისთვის საფრთხე არის ის, რომ ტრამპმა მოახერხა ბლოკის ერთიანობის შესუსტება, რაც ბრიუსელს უფრო დაუცველს დატოვებს ვაშინგტონის ზეწოლის მიმართ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა. (მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი პასუხისმგებელია ევროკავშირის ყველა ქვეყნის სახელით სავაჭრო გარიგებებზე მოლაპარაკებებზე, ცალკეულ ქვეყნებზე შერჩევითმა ზეწოლამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ბლოკის კოლექტიურ გადაწყვეტილებას.)
გარკვეულწილად, „დაყავი და იბატონეს“ მიდგომა უკვე მუშაობს.
ტრამპი ნატოს მოკავშირე დანიას სანქციებით დაემუქრა, თუ კოპენჰაგენი არ დათმობს მის მოთხოვნებს გრენლანდიასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, ძლიერი, კოორდინირებული პასუხი მოეთხოვა ევროკავშირის ლიდერებისგან, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა სთხოვა თავის კოლეგებს უარი ეთქვათ შეშფოთებაზე, რომ მათმა კომენტარებმა შესაძლოა სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია მოახდინა.
ტრამპის გუნდს არ დაუკონკრეტებია თავისი მიდგომა ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ მისი ქმედებები სახეზეა.
პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ინაგურიაზიაზე 20 იანვარს არ მიიწვია ბლოკის არც ერთი წამყვანი ფიგურა – ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი, მთავარი დიპლომატი კაია კალასი ან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა – ნაცვლად ამისა, იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერ მინისტრის ჯორჯია მელონის მიწვევა არჩია.
მისი საუბარი ევროკავშირის ლიდერთან თანამდებობის დაკავების შემდეგ, დანიის პრემიერ მინისტრ ფრედერიკსენთან, გავრცელებული ინფორმაციით, “ძალიან ცუდი” იყო, რადგან ტრამპი სანქციებით დაემუქრა, თუ კოპენჰაგენი არ დათმობდა მის მოთხოვნებს გრენლანდიის მიმართებაში.
ამ კონტექსტში, ბრიუსელი კიდევ უფრო შეშფოთებულია, რომ ევროკავშირი რუბიოსთვის პრიორიტეტული არ არის.
ტრამპმა თანამდებობის დაკავების შემდეგ ევროკავშირფის არაწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო ზარების გარდა, მან მოლაპარაკებები გამართა ბლოკის ხუთ საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ტრამპის მის მოვალეობებში არ შედის საუბარი ევროკავშირის ცალკეულ ოფიციალური პირებთან.ამან უკვე შექმნა განხეთქილება ევროკავშირის დედაქალაქებსა და ბრიუსელს შორის.
- „ამერიკელებს არ გაუგზავნიათ რაიმე უარყოფითი მესიჯი იტალიისთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მიდის,მე მჯერა, რომ არსებობს ნიადაგი შეერთებულ შტატებთან კარგი დიალოგისთვის.- განუცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს რუბიოსთან საუბრის შემდეგ. ევროკავშირის მაღალჩინოსნებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ აჩვენონ, რომ ყველაფერი კარგადაა და განაცხადონ ევროკავშირის ღიაობა დიალოგისათვის ახალ ადმინისტრაციასთან.
- ”მე მჯერა, რომ აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ განავითარონ ღრმა, მნიშვნელოვანი სამუშაო ურთიერთობა,” – განუცხადა ჟურნალისტებს ირლანდიის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ ჰარისმა.
თუ რუბიო იგივეს ფიქრობს, ამას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი 24 თებერვალის შეხვედრა გვაჩვენებს.
რეპორტაჟი ელენა ჯორდანოს და იაკობ ვეიცმანის მიერ.