14 თებერვალი 2025

სამხედრო ტვირთების კლასიფიკაცია. რას ნიშნავს -“ Груз 200” ?  

ყველა სამხედრო ტვირთს საკუთარი სპეციალური კლასიფიკაცია გააჩნია. ყველა მათგანი მონიშნულია კოდური სახელებით, რომლებიც მოხსენებულია ტრანსპორტირების, დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს.

თავის დროზე  ეს განპირობებული  იყო იმით, რომ ტყვედ ჩავარდნის  შემთხვევაში მტერს ვერ მოეხერხებინა  გარკვევით და ნათლად გაეშიფრა გადაცემული ინფორმაცია.

ამჟამად არსებობს ტვირთის კლასიფიკაციის რამდენიმე ძირითადი ტიპი.  ესენია: “ტვირთი 100”, “ტვირთი 200”, “ტვირთი 300”, “ტვირთი 500” და “ტვირთი 800”. ნომრები მიუთითებს გადაზიდული ტვირთის სავარაუდო წონაზე ყუთთან ერთად, რომელიც ჩვეულებრივ დამზადებულია თუთიისგან.

  • ტვირთი 100:   ნაგულისხმებია საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება გაიგზავნოს საომარი მოქმედებების ფრონტზე. ტვირთი 100  საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და კონტროლს ტრანსპორტირების დროს.
  • ტვირთი 200:  გულისხმობს დაღუპულებს, როცა გვამები  დალუქულია თუთიის ყუთებში. ტვირთი- 200 ჩვეულებრივ იგზავნება იმ სამხედრო ნაწილში, სადაც სამხედრო იყო დანიშნული. სადაც ასევე  ცხედარმა უნდა გაიაროს  იდენტიფიკაციის პროცედურა, საჭიროების შემთხვევაში გვამი  უნდა  დაეთვალიერდეს სპეციალისტის მიერ,  რომელმაც   უნდა დაედგინოს  მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ეს აუცილებელია მტრის მიერ ქვეითებთან საბრძოლველად გამოყენებული მეთოდების გასაანალიზებლად. ტვირთი 200 -ში მოიხსენიება ასევე გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
  • ტვირთი 300 -ის ქვეშ იგულისხმება  დაჭრილები. ამ შემთხვევაში, ამ კლასიფიკაციის მკაფიო ახსნა უბრალოდ არ არსებობს. რაციაში გადაცემული „ მე 300  ვარ“ , ნიშნავს რომ მებრძოლი მძიმედ დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გაყვანას საჭიროებს.
  • ტვირთი 400 -არის საიდუმლო ტვირთი,
  • ტვირთი 500- ეხება სამხედრო ტყვეებს, რომლებიც დაატყვევეს შემდგომი დაკითხვის მიზნით დაზვერვის, სტრატეგიული გეგმების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოსავლენად.
  • ტვირთი 700 – ნაღდი ფულის აღნიშვნაა ტრანსპორტირების დროს.
  • ტვირთი 800 – განისაღვრება, როგორც საშიში ტვირთი, რომელსაც აქვს ისეთი თვისებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა, ანუ ეს არის ტვირთი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. როგორც წესი, ეს მოიცავს რადიაციულ ქიმიკატებს, საწვავს, სხვადასხვა ბომბებს და სარაკეტო ქობინებს. ასეთი ტვირთი ყველაზე რთული გადასატანია.