14 თებერვალი 2025

სლოვაკეთის პარლმანეტმა კვორუმის არ არსებობის გამო ფიცოს გადაყენება ვერ შეძლო

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც პროდასავლური ოპოზიცია რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას გეგმავდა, დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო არ შედგა. პორტალ Dennik N-ის ცნობით, დარბაზში პარლამენტარების ნახევარზე ნაკლები იმყოფებოდა.

შეხვედრას ოპოზიციური პარტიების 66 დეპუტატი ესწრებოდა. ეროვნულ საბჭოში 150 დეპუტატია და კვორუსმისათვის 76 -ის დასწრებაა სავალდებულო.

ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სლოვაკეთში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში. მონაწილეები მოითხოვდნენ პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცოს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას და სკანდირებდნენ ლოზუნგებს „გაერთიანდით ბოროტების წინააღმდეგ“ , „ ვერ შეგვათრევთ რუსეთში „ და „სლოვაკეთი ევროპაა“.