14 თებერვალი 2025

უნგრეთი არ გააუქმებს უვიზო რეჟიმს ქართველი დიპლომატებისათვის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გააუქმებს უვიზო რეჟიმს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის. ზიიარტომ აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ბრიუსელში კი არა, საქართველოში უნდა იყოს მიღებული.

  • „ქართველებმა მიიღეს ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს თუ არა ეს ბრიუსელს“, – განუცხადა სიიარტომ უნგრელ ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.