14 თებერვალი 2025

უცნობი მომაკვდინებელი ვირუსი ინდოეთში: ადამიანები  ტვინის შეშუპების შედეგად იღუპებიან

 რუსეთი  აქტიურად  ემზადება საკუთარი  მოქალაქეების ინფექციისგან დასაცავად.

 ინდოეთის ჯამუ და ქაშმირის შტატებში უცნობი ვირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 17 ადამიანი უკვე  გარდაიცვალა.

ექიმებმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს,  რომ სიკვდილის მიზეზი  ძლიერი ტოქსინია, მაგრამ მისი წარმომავლობა ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.

ინფიცირებულებს  აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველება, ცხელება, გულისრევა და ზოგადი სისუსტე, ხოლო მათ, ვინც ვერ გადარჩა, განუვითარდათ ტვინის  ცერებრალური შეშუპება.

 ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ეპიდ.დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საზღვრებზე ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების შესახებ.

  • „სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ გამშვებ პუნქტებზე მუდმივად მუშაობს ავტომატური საინფორმაციო სისტემა „პერიმეტრი“, რომელიც გაანალიზებს ეპიდემიის რისკებს და დაეხმარება ინფექციური დაავადებების ნიშნების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოდიან არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებიდან“, – აღნიშნულია „როსპოტრებნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი ტურისტების ჩვენებით ინფექცია მხოლოდ „თეთრკანიანებს“  ერჩის. დამსვენებლების თქმით, პლაჟებზე ახლა მხოლოდ ადგილობრივები რჩებიან.