მთავრი ეგზორცისტი

მთავრი ეგზორცისტი
მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ დამნაშავე, იმ ვაკხანალიაში, საშინელებაში, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, პოლიტიკური ეგზორციზმის შემოქმედი ერთადერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილია.
როგორც ეშმაკები ტოვებენ ხოლმე ეგზორციზმის რიტაულის შემდეგ ადამიანის სხეულს, ისე გამოაყარა ქუჩებში და მოფინა რუსთაველს ივანიშვილმა, ადამიანის ნიღაბმორგებული ეშმაკები.
კანონი “უცხოური გავლენის შესახებ” და პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ წამოგებოდა დასავლეთის შანტაჟს, შეეწყვიტა ევროპის კარზე კაკუნი , თხოვნა – მუდარა, მხოლოდ საბაბი იყო საქართველოს მტრებისთვის,აბორიგენი წვრილფეხა ეშმაკუნებისთვის.
ნებისმიერ ფასად უნდა შესრულებულიყო მიღებული ბრძანება საქართველოს ხელისუფლების დამხობის შესახებ.
ხელისუფლების, რომელმაც გაბედა და ხმამაღლა განაცხადა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესახებ,
წინ აღუდგა ერის განადგურებას, არ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.
როგორც წესი, დემონებს შეპყრობილი ადამიანების ქცევის მავნე ექსცესებამდე და სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებებამდე მიჰყავს .
…და დაიწყო ქაშვეთის ტაძრის წინ სატანების როკვა, კომიკური მარშები, ოკულტური რიტუალები!
ვფირობ, არსებული მსოფლიო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, წინ გვაქვს უფრო საინტერესო პროცესები. კერძოდ, პოლიტიკური ეგროზციზმის დასკვნითი ნაწილი, რომელიც იმაზე საინტერესო იქნება, ვიდრე თბილისის ქუჩებში მოხეტიალე შეპყრობილის მასების ხილვა, რათა საბოლოოდ დასრულდეს ავსულთა ძრწოლვა ჩვენს სამშობლოში !