14 თებერვალი 2025

,,თანამებრძოლებისთვის” ზემოდან არ გადმოეფსა ყველაზე მეტად იმის მეშინოდა!

მე სულ ვამბობდი, დადგება ჟამი, ესენი ,,ტრუსიკ-მაიკიანები” დაიწყებენ-მეთქი სირბილს!
😂
აჰა, ვარ თუ არა წინასწარმეტყველი? ვართ თუ არა ჩვენი დროის ნოსტრადამუსი?
რა თქმა უნდა, ვარ!

გინდათ, გითხრათ, რა იქნება უახლოეს მომავალში?
დადგება ჟამი, ესენი ტატრაყუნები დაიწყებენ სირბილს!
😆
ბევრს გაუკვირდა, რატომ გახსნა ნაწილობრივი სიტატრაყუნის სეზონი ,,უგანათლებულესმა” ჯაგლაგმა გოჩა ტყეშელაშვილმა?
იმიტომ, რომ აი, თავი ხომ არის მრგვალი? არის. ჰოდა, ამ თავში არის ძალიან ბევრი ჭანჭიკი. დროთა განმავლობაში ზოგიერთი ჭანჭიკი ცვდება, ზოგი ეშვება, ზოგი იბზარება და შესაბამისად, ადამიანიც ურევს, ანუ ურიკინებს.

უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ამ დროს ადამიანი ხდება აკარაკი, აფრაკი, აბუეტი.
კიდე ერთი… ყველა ადამიანის თავსა და სხეულში არის ჰაერი. შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს ,,პიპკა”. ხშირად ხდება, როცა ჭანჭიკებდაშვებული ადამიანი ,,პიპკიდან” ჰაერსაც აპარებს. ეს არი კატასტროფა, ამ დროს ადამიანი სულიერად იჩუტება და მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
😂
როგორ გითხრათ… ახლა მე გოჩა ტყეშელაშვილს რომ ვუყურებ, აშკარად ვგრძნობ, მაგას ჭანჭიკებიც დაშვებული აქვს და ,,პიპკიდანაც” კაი გვარიანად აპარებს.
ისე, მე ყველაზე მეტად იმისი მეშინოდა, გოჩას საკუთარი ,,თანამებრძოლებისთვის” ზემოდან არ გადმოეფსა. საბედნიეროდ, ქვემოთ მდგომი ,,პაწრიოტები” ამ ეტაპზე გადარჩნენ.
😂
ავი ენები ამბობენ, გოჩა აქამდე ,,ქოცობდაო”, ახლა კი, ,,ნაცობსო”. თურმე ადრე ისე დაუფასებიათ, დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეობაც მიუნიჭებიათ.
ჰა, ჰა, ჰა!
დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეობა, კაცოოო!
ნეტავ ვის უნდა მოეფიქრებინა ეგეთი ,,გენიოსური” რამე?
სხვათა შორის, მე დავიბადე და გავიზარდე დედოფლისწყაროში, პასპორტშიც დაბადების ადგილად მიწერია დედოფლისწყარო.

შესაბამისად, ეს მშვიდი ქალაქი ძალიან მიყვარს. რაკიღა მიყვარს, როცა რამე ცუდს გავიგებ, ძალიან განვიცდი. ახლა, გოჩას გიჟობა ამ რაიონს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ მაინც მინუსია, როცა საპატიო მოქალაქედ მამალი გიჟი გყავს!

გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი