14 თებერვალი 2025

ცილისწამებასაც აქვს ზღვარი, ფრთხილად, კისერი  არ წაიტეხოთ!

„ჭუტა ტვ“-ს,  „მთავარის“ და სხვა მავნებელი მედია ტერორისტული ორგანიზაციის  გარდა, საქართველოში არსებობენ  წვრილფეხა პატარ -პატარა ზონდერ- მედია დაჯფუფებები, რომლებიც მსუყედ ფინანსდებიან  სოროსის ფონდიდან და ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოს,  ხელისუფლების სხვადასხვა შტოების რეპუტაციას.

 პრინციპში მათ დაწერილს, მათივე ტვინნაღრძობი მკითხველი თუ ენდობა და ირწმუნებს,  მაგრამ  ცილი დასწამო უწყებას, რომელთა ძალისხმევის შედეგად ფაქტობრივად  მინიმუმადეა დასული ქვეყანაში  ახალი  ჭირის- აზიურ ფაროსათანსთან ბრძოლა, უზნეობაა!

 ასეთი წვრილფეხა ორგანიზაციაა  ე.წ. ” გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება“„ აი, ფაქტი”, რომელიც დღენიადაგ  განზრახ ეწევა  სახელმწიფო სტრუქტურების  დისკრედიტაციას  თითხნის ყალბ “საგამოძიებო  დასკვნებს“ და სტატიებს.

  მათივე ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ფინანსდებიან დავით დარჩიაშვილის “ ფონდ  „ღია საზოგადოების”,   “პროექტი ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის” (OCCRP), Global Investigative Journalism Network (GIJN), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს , National Endowment for Democracy, Prague Civil Society Centre, Friedrich Naumann Foundation, European Endowment for Democracy, International Media Support, N-ost, სხვათა და სხვათა მიერ.

 ე.წ. გამომძიებლები  თავად უხეშად   არღვევენ საქართველოს კანონს და არ ტარდებიან   უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში.

ჩვენი ინტერესის არეალში მოხვედრილი სტატია, აშკარად შეკვეთილია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.  

საუბარია სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ, რომელიც  სამაგალითოა არათუ  რეგიონში, შესძლოა ზოგადად ამ პრობლემასთან მებრძოლ სახელმწიფოთა რიგებში.

  ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, იგი აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის   მილიონობით ლარი გამოეყო. წლიდან-წლამდე  სპეციალური ხსნარით მუშავდება ასი ათასობით მიწის  ჰექტარი. ორგანიზებულად მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით, სმს- სახით წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად რეგიონში მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

დეტალებში  ვერ განვიხილავთ   „ გამომძიბლების“  ბოდვებს, დაკვეთა -დაკვეთაა, მაგრამ    იმის თქმა,რომ  თითქოს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში  ფაროსანა არც კი შემცირებულა, მართლაც უზნეობაა.  გამომძიებლები  წუხილით წერენ, რომ მათ იმერეთის სოფლებში მცენარეებში ჩაბუდებული ფაროსანა ვერ გადაიღეს, რადგან ამ სეზონზე ისინი „შენობებში იზამთრებენ“.  

„სად ვეძებოთ გამოსავალი?“- სვამს კითხვას  ჭუტა ტვ-ს რეგიონალური ფილიალი   და თავადვე პასუხობს,  „ფაროსანას სრულად მოსპობა შეუძლებელია-ო“.

 შე მამაცხონებულო,თუ, სრულად მოსპობა შეუძლებელია, ტყუილად წერეთ ამდენი?

ჯოყოეთელ თინას ებარებოდეთ!

ეს იმ სტატიათა მცირე ჩამონათვალია, რაზეც პატივცემული „ გამომძიებლები“ წუხან და ცილს წამებენ სახელმწიფოს თუ სხვა ადამიანებს.  განსჯა თქვენთვის მოგვინდვია.