14 თებერვალი 2025

ტრამპი:   უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება რუსული ნავთობის ფასების შემცირებაა

„უკრაინაში ომის  სასწრაფოდ დასრულების“ გუშინდელი ბრძანების შემდეგ, ტრამპს მადა გაეხსნა. უკრაინის კონფლიქტის ერთ დღეში დამამთავრებელი მკვეხარა პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებით რუსეთს ფაქტობრივად ეკონომიკურ ომს უცხადებს.

ტრამპის თქმით  OPEC+-ს შეუძლია დაასრულოს სისხლისღვრა უკრაინაში რუსული ნავთობის ფასების შემცირებით.

მსგავსი ამერიკამ 1986 წელს პრაქტიკაში უკვე სცადა სსრკ-ს წინააღმდეგ, როცა ნავთობის ფასმა  მსოფლიო შეთქმულების წყალობით 70-დან 10 დოლარამდე დაწია.

ტრამპს ავიწყდება რომ დღევანდელი რუსეთი არაა სსრკ-ი და არც  პუტინია მათგან “დავერბოვკებული”   მოღალატე მიხეილ გორბაჩოვი.

ასე აფუჭებს ინაუგურაციიდან ორ დღეში  სულელური პოლიტიკით გაბრუებული მკვეხარა ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების რეალურ  შესაძლებლობას და შანსს, იქცეს მის მიერვე საინაგურაციო სიტყვაში გაჟღერებულ “მშვიდობისმყოფელად ” მსოფლიო პოლიტიკაში.

  • ნავთობის შემოსავლები რუსეთის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. თითქმის სამწლიანი ომის  განმავლობაში ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა  ნავთობის ფასები ძალიან მაღალ ნიშნულზე  შეინარჩუნა, OPEC+-ს შეუძლია დაასრულოს სისხლისღვრა უკრაინაში რუსული ნავთობის ფასების შემცირებით“ -განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს  ჩრდილო კაროლინაში ვიზიტის დროს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  განცხადებით, ის მზადაა შეხვდეს პრეზიდენტ ტრამპს უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად.